Tuesday, October 9, 2018

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში



 სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მე-7კლასში ჩავატარე პრაქტიკის კვლევა : როგორ გადავჭრათ ჯგუფური მუშაობის დროს წამოჭრილი პრობლემები.


  
კვლევის მიზნი იყო:
ჯგუფურ მუშაობაში გამოვლენილი   ხარვეზების დადგენა, ანალიზი და გადაჭრის გზების ძიება.
 რა გავლენას ახდენს ჯგუფური მუშაობის უნარების არქონა საგაკვეთილო მიზნის მიღწევაზე.
 რა გავლენას ახდენს გამოკვეთილი ლიდერი  ჯგუფის გადაწყვეტილებებზე.
 როგორია ჯგუფური მუშაობის ხარისხი,როდესაც ჯგუფი ჰეტეროგენურია.
რამდენად ერთვებიან მოსწავლეები ქცევის წესების შემუშავებაში.
 იწვევს თუ არა მასწავლებლის ინსტრუქტაჟის  მიმართ უყურადღებობა ჯგუფში მცდარი ინფორმაციის გავრცელებას.
რამდენად უშლის ხელს ჯგუფური მუშაობისას  მოსმენის ჩვევის არქონა.
რამდენად ეფექტურია  ასეთი მუშაობის დროს ინდიფერენტული მოსწავლისათვის სხვა ტიპის დავალების მიცემა
 ყველაზე ეფექტურად რომელი აქტივობები და სტრატეგიები დამეხმარება მასწავლებელს ჯგუფურ მუშაობაში
გავცნობოდი ჯგუფური მუშაობის ეფექტურ მეთოდებს, რათა მომერგო ისინი მოსწავლეებისა და ჩემს საჭიროებებს.
 
 
ჩემი პრაქტიკის კვლევის შედეგები გამეზიარებინა კოლეგებისათვის.

ეფექტურად დამეგეგმა სასწავლო პროცესი და დამეხვეწა ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა.

   
კვლევა განხორციელდა 2017-2018 სასწავლო წელს და გრძელდებოდა 7 თვის მანძილზე.
მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო იყო  ჯგუფური მუშაობა სხვადასხვა ტიპის აქტივობებით მონაწილეობა.    მშობელთა გამოკითხვა ანონიმური ანკეტირება ვაწარმოე ელექტრონული ფორმით.                პედაგოგების გამოკითხვამ საინტერესო შედეგი მომცა და დამეხმარა ინტერვენციების განხორციელებაში.
             კვლევის შედეგების და თვითონ კვლევის გაზიარება კოლეგებთან დაეხმარება ჩემ კოლეგებს თვითონ წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.
              პრაქტიკული კვლევის განხორციელების შემდეგ მიღებული შედეგების გაზიარება საინტერესო ეტაპი აღმოჩნდა როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი კოლეგებისთვის.
            კვლევის პრეზენტაციის დღედ განვსაზღვრე 2018 წლის 29  მაისი  /14:00 სთ/.  პრეზენტაციას დაესწრო  16  მასწავლებელი. კოლეგებს გავაცანი კვლევა და მისი შედეგები,მივიღე უკუკავშირი.

Friday, July 10, 2015

ინტელის პროექტი

კურსის რეფლექსია

ტრენინგი ფარგლებში გავეცანი ინტელის კურსს,რომელიც მოიცავდა 8 მოდულს. თითოეული მოდული იყო ძალიან საინტერესო.მათ მეშვეობით ვისწავლეთ ,როგორ დავგეგმოთ და მოვამზადოთ პროექტი,როგორ შევქმნათ ბროშურები,საპრეზენტაციო მასალები.როგორ უნდა მოვამზადოთ შეფასების რუბრიკები.გავეცანით სხვადასხვა რესურსებს,რომლის მეშვეობითაც საინტერესო იქნება პროექტი მოსწავლეებისათვის. ,
ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა,მის დიზაინის შეცვლა.გაჯეტების დამატება,ვისწავლეთ,
როგორ გამოვაქვეყნოთ ინფორმაცია.როგორ გავაზიაროთ და რედაქტირებისათვის გავუგზავნოთ სხვებს.
ტრენინგი ჩემთვის იყო საინტერესო გავეცანი ბევრ სიახლეებს,რაც დამეხმარება პროფესიულ ზრდაში.

Thursday, July 9, 2015

მერვე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით მე-6 და  მე-7 მოდულს ვისწავლეთ შეფასებები,როგორ შევქმნათ რუბრიკები.ვისწავლეტ ბლოგს როგორ დავამატოთ გაჯეტები.ვისწავლეთ როგორ უნდა სევაფასოთ მოსწავლეთა ნამუშევრები. ვიმუშავეთ ფასილიტაციის მასალებზე.

Tuesday, July 7, 2015

მეშვიდე დღე
დღეს ვისწავლეთ პოვერ პოინტში მუშაობა.მასში ვიდეოებისა და პრეზენტაციების ატვირთვა.ჩანართების გაკეთება.

ლიტერატურა-ცხოვრების იმიტაცია

Friday, July 3, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს ვისწავლეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ ბლოგზე ახალი ფანჯრები,როგორ განვათავსოთვიდეოები და პრეზენტაციები ბლოგზე.გავეცანით მე-4 მოდულს.