Monday, November 9, 2009

რას მოგვითხრობენ ფერები

პროექტის სახელი:„რას მოგვითხრობენ ფერები“


პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა დროის და ავტორების ლიტერატურულ ნაწარმოებებს.გაარკვევენ რა სიმბოლური დატვირთვა ეძლევა მხატვრულ ნაწარმოებში ფერებს.


პროექტის ვრცელი აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებში მოცემულ ფერებს. შეადარებენ ამა თუ იმ ავტორთან რა მხატვრული ფუნქცია ენიჭებათ მათ. ტოგორ არის წარმოდგენილი ფერები მითოლოგიაში ,რა ფუნქცია აკისრია მათ ხატწერაში. გაარკვევენ როგორია ადამიანების დამოკიდებულება ამა თუ იმ ფერის მიმართ.როგორ გადმოიცემა განწყობა ფერების საშუალებით.


პროექტის ხანგრძლივობა:1 თვე


მონაწილეთა ასაკი:14-17

პროექტის აქტივობა:სალიტერატურო ტექსტებისა და ავტორების შერჩევა. ინფორმაციის მოძიება სამეცნიერო , მხატვრული ლიტერატურიდან, ინრეტნეტიდან. ჩანაწერების გაკეთება. მცირე კვლევითი ნაშრომების შექმნა.ესე, პრეზენტაცია,ინტერვიუს ჩაწერა.


მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა ლიტერატურულ
ნაწარმოებს.დააკვირდებიან, შეისწავლიან ფერთა სიმბოლურ მნიშვნელობას.შექმნიან ესეებს.სკოლის სხვა მოსწავლეთათვის ჩაატარებენ კონფერენციას.


სასარგებლო სხვებისთვის:პროექტის შედეგების პრეზენტაცია, მოსწავლეები გაეცნობიან ფერთა სიმბოლურ მნიშვნელობას მათ მხატვრულ ფუნქციას.


საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა დალიტერატურა, ისტორია , ხელოვნება,ფიზიკა.


სამუშაო ენა: ქართული


პროექტის ფასილიტატორი:ბელა გიორხელიძე

1 comment:

  1. საინტერესო იქნება,ბელა,სიამოვნებით დაგესწრებოდი პრეზენტაციაზე!

    ReplyDelete